საერთაშორისო მედიის ცნობით, ტყის ხანძრებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა - Palitra News

საერთაშორისო მედიის ცნობით, ტყის ხანძრებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა

2026-07-06 09:19:25+04:00

საერთაშორისო მედიის ცნობით, ტყის ხანძრებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი გაანადგურა. საფრანგეთში, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანის მახლობლად გაჩენილ ხანძარს 700-მდე მეხანძრე, 200 ერთეული ტექნიკა და ათამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი ებრძვის - არიან დაშავებულები. ხანძარი გაჩნდა საბერძნეთის ქალაქ თესალონიკთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში. სქელი შავი კვამლი ქალაქის ცენტრამდე გავრცელდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, ტოქსიკური აირების რისკის გამო ფანჯრები დახურონ და სახლში დარჩნენ. ხანძარს ებრძვიან პორტუგალიის ვოსელას მუნიციპალიტეტშიც. 2 ივლისს გაჩენილმა ცეცხლმა უკვე 12 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ხანძრები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკიდურესი სიცხის დროს დაიწყო.