წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე მოძრაობა შეიზღუდა - Palitra News

წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე მოძრაობა შეიზღუდა

2026-07-06 12:28:21+04:00

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე მოძრაობა შეიზღუდა.

მათი ცნობით, დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოები 6 ივლისს 12:00-ზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭობს შორის გამონოლითების ნაკერი).

სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში.

სამუშაოები 2026 წლის 06 ივლისს დღის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.