ჰააგაში საქართველოს შესახებ რეზოლუციას განიხილავენ — ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს - Palitra News

ჰააგაში საქართველოს შესახებ რეზოლუციას განიხილავენ — ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს

2026-07-06 12:56:29+04:00

ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია იმართება, სადაც ამ დღეებში უნდა მიიღონ „ჰააგის დეკლარაცია, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა“. ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას - უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.