ანაკლიის პორტი სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩება — მთავრობა ახალ მოდელს წარადგენს - Palitra News

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩება — მთავრობა ახალ მოდელს წარადგენს

2026-07-06 12:58:31+04:00

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარება-მართვას თავად უზრუნველყოფს. გადაწყვეტილების შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვირვიშვილი განმარტებით, მთავარი მიზანია, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. უფრო კონკრეტულად როგორია სახელმწიფოს ხედვა ანაკლიის ნავსადგურის განვითარების თაობაზე და რას ფიქრობენ მხარეები?