სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს - Palitra News

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს

2026-07-06 13:00:48+04:00

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია ორი პირი. ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი”, და „ალფა-პვპ“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.