პოლიციამ გურიაში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან - საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვას ცდილობდა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.