ომი უკრაინაში — შეტევები ფრონტზე და ახალი დარტყმები ენერგოსისტემაზე - Palitra News

ომი უკრაინაში — შეტევები ფრონტზე და ახალი დარტყმები ენერგოსისტემაზე

2026-07-06 13:02:23+04:00

რუსეთ–უკრაინის ომი გრძელდება. ბოლო დღეებში ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებებზე მიმდინარეობს. უკრაინა აცხადებს, რომ რამდენიმე მონაკვეთზე რუსული შეტევების შეკავება შეძლო და პარალელურად დარტყმებს აგრძელებს რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებზე. რუსეთი კი ისევ უტევს უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ხოლო კიევი აცხადებს, რომ შეტევების მთავარი სამიზნე ენერგოსისტემაა. ბოლო ცნობებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმის შედეგად კრიმინალური პოლიციის სექტორის უფროსი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამ ფონზე კი ომში მყოფი მხარეები განცხადებებს ავრცელებენ, ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს ვაშინგტონიც ეხმაურება. რა განცხადებები კეთდება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე.