საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ააშენებას ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აპირებს - ანუ სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100%-იანი წილის მფლობელი, პორტში შექმნილი ტერმინალები კი იჯარით გადაეცემათ საერთაშორისო პარტნიორებს. დეტალების შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა. როგორც განიმარტა, სახელმწიფოს მიზანი იქნება ანაკლიის პორტში ჰყავდეს არაერთი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც აქვს გამოცდილება საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირების , შეძლება მოიზიდოს დამატებითი ტვირთნაკადი და აქვს ფინანსური შესაძლებლობა მოაწყოს სატერმინალო აღჭურვილობა. ხელისუფლება ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღებას 2029 წლისთვის აანონსებს. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელი, რამდენი მილიონი ლარის მობილიზება მოუწევს სახელმწიფოს და რა კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი ოპონენტებისთვის?