საქართველო ნატოს სამიტზე ანკარაში არ იქნება - ასეთია რეალობა, რომლამდეც მოვედით და თურმე რა კარგი ყოფილა „ოცნება“ იმაზე რომ ჩხუბობდა, სამიტზე პრემიერი უნდა წავიდეს და არა პრეზიდენტიო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “სამოქალაქო იდეის“ დამძუფნებელი თინა ხიდაშელი წერს.
ხიდაშელის შეფასებით, ეს შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა.
ხიდაშელის განცხადებითვე, “ქართული ოცნების“ პირობებში ნატო-თბილისის ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია და მოსაწვევებიც შესაბამისად არ ჩანს.
“საქართველო არც ერთ მაღალი რანგის შეხვედრების, სადილების, მიღების და ა.შ სიაში არ ფიგურირებს. მოსალოდნელია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კოლეგებს, ასევე სადილზე გამართავენ დისკუსიას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან, ხოლო ნატოს თავდაცვის მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის მინისტრებთან (ამ ჯგუფში ვიყავით ჩვენ).
ზელენსკი სამიტს დაესწრება.
ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ შესაძლოა სირიის გარდამავალი პრეზიდენტი გამოჩნდეს, თუმცა თურქეთის ორმხრივი მოწვევით და არა როგორც სამიტის მოწვეული სტუმარი.
ეს არის პარტნიორთა სრული სია, როგორც ეს საჯაროდ ხელმისაწვდომ გავრცელებულ ინფორმაციაშია: უკრაინა, ინდო-წყნაროკეანური ოთხეული, სპარსეთის ყურის ოთხეული და ევროკავშირი.
ეს ინფორმაცია, ასევე შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა, ასევე “ქართული ოცნების“ პირობებში ნატო-თბილისის ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია და მოსაწვევებიც შესაბამისად არ ჩანს.
აღსანიშნავია, რომ სამიტის წინა ანალიტიკური პუბლიკაციების უმრავლესობა (მე ასეთი საერთოდ ვერ ვიპოვე, მაგრამ დაშვებას ვაკეთებ რომ რამე გამომრჩა), სამიტის დღის წესრიგში ან დისკუსიების რაუნდში, საქართველოს საერთოდ არ ახსენებს.
ასეთია რეალობა, რომლამდეც მოვედით და თურმე რა კარგი ყოფილა ოცნება იმაზე რომ ჩხუბობდა პრემიერი უნდა წავიდეს სამიტზე და არა პრეზიდენტიო“, - წერს თინა ხიდაშელი.