როდის აირჩევენ "ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარეს - Palitra News

როდის აირჩევენ "ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარეს

2026-07-06 21:26:59+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. როგორც ჟორჟოლიანი განმარტავს, პარტიისთვის მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილსა და მხარდამჭერებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაა და თავმჯდომარის პოზიცია შესაბამის გამოცდილებასა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, ხოლო შიდა რეფორმების პროცესიც მისი ხელმძღვანელობით უნდა წარიმართოს.