ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას სახელმწიფო ახალი მოდელით გეგმავს, რომლის მიხედვითაც პორტის სრული მფლობელი სახელმწიფო დარჩება, ხოლო ტერმინალებს საერთაშორისო ოპერატორები იჯარით აიღებენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ე.წ. „ლენდ ლორდის“ მოდელი რამდენიმე სტრატეგიული პარტნიორის მოზიდვას ითვალისწინებს, რომლებსაც პორტების მართვის გამოცდილება, დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა და შესაბამისი ფინანსური რესურსი ექნებათ. მთავრობის გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტმა პირველი გემი 2029 წელს უნდა მიიღოს.