მმართველი გუნდი პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების მოთხოვნას უარყოფს - Palitra News

მმართველი გუნდი პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების მოთხოვნას უარყოფს

2026-07-06 21:32:10+04:00

პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების მოთხოვნას მმართველი გუნდი უარყოფითად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მსგავსი ინციდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებშიც არაერთხელ მომხდარა და მათი გამოძიების პრაქტიკა არ არსებობს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მოყვანილი საერთაშორისო მაგალითებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენებისგან. კირცხალია ოპონენტების მოთხოვნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.