თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელიც გამოძიებამ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებად შეაფასა. სასამართლოს განმარტებით, ბრალდების მხარემ წარდგენილი მტკიცებულებებით დანაშაული დაადასტურა, ხოლო დაცვის მიერ რიგი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა შემამსუბუქებელ გარემოებად შეფასდა. ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ შექმნილ პრეცედენტად მიიჩნევს და მის გასაჩივრებას გეგმავს. პროკურატურა კი აცხადებს, რომ განაჩენი წარმოდგენილ მტკიცებულებებს სრულად შეესაბამება.