რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საზოგადოების კონსტიტუციური არჩევანია და განცხადების ავტორები მოქმედ ხელისუფლებას ანტიევროპული პოლიტიკის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ისინი საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხზე გამოხატული სოლიდარობისთვის მადლობას უხდიან. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, ქვეყნის ევროპული კურსი არ აღდგება და სამართლიანი არჩევნები არ გაიმართება.