ნატოს ანკარის სამიტზე საქართველო მიწვეულ ქვეყნებს შორის არ იქნება, რასაც ოპოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ ერთ უარყოფით სიგნალად აფასებს. მათივე შეფასებით, ეს ტენდენცია 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ გრძელდება და საქართველო პარტნიორულ ფორმატებში აღარ მონაწილეობს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან უკრაინა, ინდო-წყნაროკეანური და სპარსეთის ყურის პარტნიორები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა საქართველო არც მაღალი დონის შეხვედრების და არც სამუშაო ფორმატების მონაწილეთა სიაში ფიგურირებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ნატო--სა და საქართველოს ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია, რაც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას უკავშირდება.