ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ სახეზეა კიდევ ერთი მკაცრი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას. რეზოლუციაში საუბარია 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მედიისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. რეზოლუციის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაათავისუფლოს ყველა ის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქციების დროს დააკავეს. მმართველი პარტია ამ დოკუმენტს პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მიღებული კანონების გადახედვასა და დათმობებზე წასვლას ხელისუფლების მხრიდან არ განიხილავენ.