ანკარაში დღეს ნატოს სამიტი იწყება. მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაზე წელს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორის უკრაინის ომს, მის გავლენას მსოფლიო მშვიდობაზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსა და ნატოს წინაშე არსებული გამოწვევებს. ნატოს სამიტის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიწვეული არაა საქართველო. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობის საშუალება აღარ ეძლევა, რაც მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია. ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნება“. მმართველ ძალაში ამბობენ რომ რიტორიკა, თითქოს საქართველო გვერდზე გასწიეს სიცრუეა, რადგან საქართველო სულ მალე მიუნხენის უსაფრთხოების ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.