როგორი მოდელით აშენდება ანაკლიის პორტი - Palitra News

როგორი მოდელით აშენდება ანაკლიის პორტი

2026-07-07 09:57:59+04:00

100% საქართველოს - არცერთი უცხოურ ინვესტორებს - ასეთია მოდელი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ბოლომდე მიყვანას გეგმავს. სახელმწიფოს მიაჩნია რომ პორტის განვითარებასა და მის შემდგომ მართვაზე სრული კონტროლის მოპოვება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის. პარტია „ლელოში“ ფიქრობენ რომ პორტის მშენებლობა „ქართულმა ოცნებამ“ განგებ გააჩერა, ახლა კი საზოგადოებას ახალ პროპაგანდისტულ ტყუილს სთავაზობს. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ რომ შემუშავებული მოდელი უცხოელი ინვესტორების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას არ ნიშნავს. მათი განმარტებით, საერთაშორისო კომპანიებს პორტში ინვესტიციების ჩადება კვლავ შეეძლებათ, ოღონდ ისე რომ მათ წილის ფლობის საშუალება არ მიეცემათ.