კვირა-ნახევარი პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან - რას ითხოვს გახარიას გუნდი პროკურატურისგან - Palitra News

კვირა-ნახევარი პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან - რას ითხოვს გახარიას გუნდი პროკურატურისგან

2026-07-07 09:53:01+04:00

კვირა-ნახევარი პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან და ისევ უცვლელი მოთხოვნა - პარტია გახარია საქართველოსთვის გენერალური პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს. ყოფილი პრემიერის გუნდმა რამდენიმე მაგალითიც დაასახელა, როცა საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ დაპირისპირებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. საკითხს ირონიული გამოხმაურება მოჰყვა ქართული ოცნების მხრიდან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ფეხი ჩაარტყა, ამიტომ მისივე თქმით, თუ გიგა ფარულავა ორსულობის შესახებ ცნობას წარმოადგენს, მაშინ საგამოძიებო უწყებას საქმის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს. ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ რომ კირცხალიას ეს განცხადება სერიოზულობის მიღმაა, ამიტომ პასუხის გაცემას არ აპირებენ.