ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა იმერეთის რეგიონში - Palitra News

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა იმერეთის რეგიონში

2026-07-07 10:00:01+04:00

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა იმერეთის რეგიონში. კანონდარღვევა ხარაგაულში, სახელმწოფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა. ადგილობრივი მკვიდრი უკანონოდ მოპოვებული რცხილისა და წიფელის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას პირად მფლობელობაში არსებული ავტომანქანის საშუალებით ახორციელებდა. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა ხოლო, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი გადატანილია ხევის “საქმიან ეზოში”.