რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმები გაისმა, რის შემდეგად ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა - Palitra News

რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმები გაისმა, რის შემდეგად ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა

2026-07-07 10:00:34+04:00

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმები გაისმა, რის შემდეგად ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა. ალექსანდრე შუვაევის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. შუვაევმა მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო დარტყმები კვლავ განახორციელეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს. ზელენსკის მტკიცებით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური იერიშები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გათვლების შეცვლას აიძულებს. ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო ლიდერებიც ეხმაურებიან. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“ და რომ ის უკრაინაზე ამ კვირაში თურქეთში, ნატო-ს სამიტზე ისაუბრებს.