აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანი სამხედრო კუთხით გაანადგურა. მისივე თქმით, აშშ-ს „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს“. როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ ირანთან მოლაპარაკებების კუთხით იმავე ტემპით მუშაობს, როგორც აქამდე, თუმცა აღნიშნული საკითხი ნაკლებად შუქდება. ამასთან, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ დაუშვებს, ირანს ბირთვულ იარაღი ჰქონდეს. მანამდე, აშშ-სა და ირანის პრეზიდენეტებმა საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტის ფორმატში ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად ხელი მოაწერეს, რაც არაერთი პუნქტის შესრულების გარდა 60 დღის ვადაში მხარეებს შორის ტექნიკურ მოლაპარაკებებსაც ითვალისწინებს.