გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა - Palitra News

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა

2026-07-07 10:41:48+04:00

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მან ეს თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.