Reuters - აშშ ევროპულ ქვეყნებთან რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს - Palitra News

Reuters - აშშ ევროპულ ქვეყნებთან რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

2026-07-07 11:55:09+04:00

აშშ ევროპულ ქვეყნებთან რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან Raytheon-ის AMRAAM-ის ტიპის რაკეტების ერთობლივი წარმოების დაწყებისა და Lockheed-ის PAC-3 Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ცენტრის ევროპაში შექმნის შესახებ.

Reuters-ი წერს, რომ პროექტების განხორციელების შემთხვევაში Raytheon-ი და Lockheed Martin-ი აშშ-ში თავიანთი ქარხნების შესაძლებლობების გამოთავისუფლებას შეძლებენ, რის შედეგადაც ქვეყნის შიგნით წარმოების გაზრდას შეძლებენ.

წყაროს ცნობით, მხარეები წარმოების დაწყების განზრახვის შესახებ შეთანხმებას ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გააფორმებენ.