ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა

2026-07-07 12:02:48+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.

„უწყებამ“ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.