ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია პოლიტიკური შეფასებების თემაა. რეზოლუციაში საუბარია 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მედიისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დოკუმენტის დიდი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. მათი თქმით, ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი. რეზოლუციის შინაარსს იზიარებს ოპოზიცია.