რაზე იმსჯელბენ ნატაოს ანკარის სამიტზე და რატომ არაა სამიტზე საქართველო წარმოდეგენილი - Palitra News

რაზე იმსჯელბენ ნატაოს ანკარის სამიტზე და რატომ არაა სამიტზე საქართველო წარმოდეგენილი

2026-07-07 12:39:29+04:00

მსოფლიოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე დღეს ანკარაში იმსჯელებენ, თუმცა ნატოს წლევანდელ სამიტზე საქართველო არ არის წარმოდგენილი. ალიანსის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს, მის გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ნატოს წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე მოსაზრებებს გაცვლიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს პროცესებს მიღმა დატოვება,

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების შესუსტებაზე მიუთითებს. ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველოს საერთაშორისო ფორმატებიდან არავინ გამორიცხავს და ამის დასტურად, უახლოეს პერიოდში მიუნხენის უსაფრთხოების ფორმატში მონაწილეობას ასახელებენ.