32 წევრი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იკრიბებიან. ყურადღების ცენტრში რჩება რუსეთ-უკრაინის ომი და უსაფრთხოების გამოწვევები. თუმცა, ვიდრე ლიდერები ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ, იქამდე ფრონტის ხაზზე ორმხრივი იერიშები გრძელდება. უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების სერია გააგრძელა. ბოლო დღეებში უკრაინულმა დრონებმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სხვა ენერგეტიკული ობიექტები მიზანში ამოიღეს. საპასუხოდ, მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევები განახორციელა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დარტყმებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც.