როგორ ეხმაურებიან საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას

2026-07-07 15:49:15+04:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა: „შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. გმობს გარკვეულ კანონმდებლობებს მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მოწოდების მიუხედავად კანონების გაუქმებას არ აპირებენ და მიღებულ რეზოლუციას ფასი არ აქვს.