„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია - რას ამბობენ პარტიის წევრები - Palitra News

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია - რას ამბობენ პარტიის წევრები

2026-07-07 15:50:31+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია. მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება, თუმცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის თარიღი და ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოცხადებულა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნებიან თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალური კანდიდატები. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის რჩეულად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. თავად ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თავმჯდომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.