რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე - Palitra News

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

2026-07-07 15:51:43+04:00

ნატოს წლევანდელ სამიტი, რომელზეც მსოფლიოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე უნდა იმსჯელონ საქართველოს გარეშე ჩაივლის. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება სამიტზე არ მიწვევიათ. ალიანსის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს, მის გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ნატოს წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე მოსაზრებებს გაცვლიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს პროცესებს მიღმა დატოვება, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების შესუსტებაზე მიუთითებს. ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველოს საერთაშორისო ფორმატებიდან არავინ გამორიცხავს და ამის დასტურად, უახლოეს პერიოდში მიუნხენის უსაფრთხოების ფორმატში მონაწილეობას ასახელებენ.