ოპოზიციაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. გახარია საქართველოსთვის წევრები ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ შეუცვალა ანაკლიის პროექტს მიმართულება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ბოლომდე მიიყვანოს. პარტია ლელოში აცხადებენ, რომ აქვთ გეგმა, რომელიც ანაკლიის პორტის აშენებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობას გულისხმობს. საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ააშენებას ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აპირებს - ანუ სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100%-იანი წილის მფლობელი, პორტში შექმნილი ტერმინალები კი იჯარით გადაეცემათ საერთაშორისო პარტნიორებს. ხელისუფლება ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღებას 2029 წლისთვის აანონსებს.