შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 54 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს, ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: ივნისში - 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე.