გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო - Palitra News

გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო

2026-07-07 15:45:16+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო. 7 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში, ხოლო მასწავლებლები ფიზიკაში აბარებენ. ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გამოცდებს აბარებს 1000-მდე აბიტურიენტი, 550-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი. 2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია 83 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 43 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან მიმდინარეობს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 23-24 ივლისს.