ანაკლიის პორტი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია - Palitra News

ანაკლიის პორტი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია

2026-07-07 20:28:01+04:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთიერთი მთავარი საგანია. ოპოზიცია ხელისუფლებას პროექტის მართვის შეცვლილ სტრატეგიას აკრიტიკებს. „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პროექტის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალა, რაც, მათივე შეფასებით, მის არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს. „ლელოში“ კი ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის განვითარებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვის გეგმა აქვთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტი ე.წ. „ლენდ ლორდის“ მოდელით აშენდება - სახელმწიფო 100%-იანი მფლობელი იქნება, ტერმინალები კი საერთაშორისო პარტნიორებს იჯარით გადაეცემათ. პირველი გემის მიღებას ხელისუფლება 2029 წლისთვის ელოდება.