საქართველო ნატოს წლევანდელ სამიტზე წარმოდგენილი არ არის - Palitra News

საქართველო ნატოს წლევანდელ სამიტზე წარმოდგენილი არ არის

2026-07-07 20:31:45+04:00

საქართველო ნატოს წლევანდელ სამიტზე წარმოდგენილი არაა. ანკარაში ალიანსის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებასა და ნატოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს განიხილავენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური მიწვევა არ მიუღია. ოპოზიცია ამას ქვეყნის დასავლური კურსის შესუსტებასა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგს უკავშირებს. მმართველ გუნდში კი ამ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქართველო საერთაშორისო ფორმატებიდან იზოლირებული არაა. ამის მაგალითად ისინი უახლოეს პერიოდში მიუნხენის უსაფრთხოების ფორმატში დაგეგმილ მონაწილეობას ასახელებენ.