არსებული ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა.
აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სავარაუდოდ, აეროპორტში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყვეტილია, მგზავრებს კი უსაფრთხოების მიზნით Arrival-ის შენობა დაატოვებინეს.
ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“