ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა - რა წერია დოკუმენტში - Palitra News

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა - რა წერია დოკუმენტში

2026-07-08 10:15:18+04:00

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტი, რომლის ავტორიც ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს გაუარესებასა და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარტნიორებს რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაცია მიაწოდეს. მათი განცხადებით, საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუციებისა და ანგარიშების მიღება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის და აუცილებელ რეფორმებს არ გაატარებს.