რუსეთს არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ ასევე არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვება, ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ რუსეთთან დაკავშირებული მრავალი განსხვავებული სცენარისთვის, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ანკარაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება მთავარი პრიორიტეტია.
„უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია აშკარა მიზეზების გამო. მათ შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის წყალობით და საჭიროა ამ მხარდაჭერის შენარჩუნება”, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინა Gripen-ის ახალი თაობის გამანადგურებლებს იძენს.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 16 გამანადგურებელთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩვენ იმავე რაოდენობის მეორად გამანადგურებლებს ვჩუქნით, ამიტომ სულ 32-ს მივაწვდით, თუმცა განსხვავებულ ვადებში“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.