ევროკავშირის საავიაციო სააგენტო ავიაკომპანიებს ირანის, ერაყისა და ლიბანის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს - Palitra News

ევროკავშირის საავიაციო სააგენტო ავიაკომპანიებს ირანის, ერაყისა და ლიბანის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს

2026-07-08 13:58:09+04:00

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ავიაკომპანიებს ირანის, ერაყისა და ლიბანის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, რეგიონში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, მითითებები ძალაშია 31 აგვისტომდე, „თუ უფრო ადრე არ გადაიხედება“.

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება მყიფეა და დაძაბულობა მაღალია.

EASA-ს განმარტებით, მისი გაფრთხილება ეფუძნება „მუდმივ მაღალ დაძაბულობას და შემდგომი სამხედრო მოქმედებების პოტენციალს“.

„არსებული ზავის დარღვევის შემთხვევაში, ირანის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, გარდაუვალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.