ანკარაში გრძელდება ნატოს წლევანდელი სამიტი, რომელზეც ალიანსის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებასა და ნატოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს განიხილავენ. ნატოს სამიტზე საქართველოს ხელისუფლება არ მიუწვევიათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პირველად ისტორიაში საქართველო არ არის მიწვეული არც ერთ ფორმატში, სადაც რეგიონის, შავი ზღვის აუზის და ჩვენი სახელმწიფოს ბედი განიხილება. ოპონენტების შეფასებით, საქართველო იგნორირებულია, რადან დასავლეთს ჩვენი ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან დაახლოებულს ხედავს.