რა ხდება "ნაც,მოძრაობაში" - რას გულისხმობს სააკაშვილის დაანონსებული რეფორმა - Palitra News

რა ხდება "ნაც,მოძრაობაში" - რას გულისხმობს სააკაშვილის დაანონსებული რეფორმა

2026-07-08 15:44:37+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. პარტიის შინაგანაწესის თანმად, ბოკუჩავას შესაძლებლობა ჰქონდა თავმჯდომარის პოსტზე სექტემბრამდე დარჩენილიყო, თუმცა როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილმა ასე არ ისურვა და პროცესები დააჩქარა. ექსპრეზიდეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებიდან გაირკვა, რომ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს.სააკაშვილი გუნდს სთავაზობს შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება, ხოლო აღმსასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი. რა სტარტეგიით აპირებს მესამე პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობაში ძირეული და სისტემური რეფორმების განხორციელებას?