გიორგი ბურჯანაძე - ეუთოს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით - რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია, ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში - Palitra News

გიორგი ბურჯანაძე - ეუთოს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით - რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია, ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში

2026-07-08 16:26:32+04:00

ეუთოს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით - რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია, ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს.

ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოსგან განსხვავებით, ეუთოში 57 წევრი ქვეყანაა და მისი მასშტაბი უფრო დიდია.

”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია დაამტკიცა, სადაც საქართველოზეც არის მკაცრი შეფასებები, ასევე საქართველოს საკითხზე ცალკე რეზოლუციაც მიიღეს.

ოცნებამ კენჭისყრის წინ დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნად!

განსხვავებით ევროსაბჭოსგან, აქ 57 წევრი ქვეყანაა და მისი მასშტაბი უფრო დიდია. 4 დღე ვუყურებდით ქოცების გამალებულ მცდელობას ჩაეგდოთ რეზოლუცია მთლიანად, შეეცვალათ მუხლები, წინადადებები და სიტყვები - არაფერი არ გამოუვიდათ.

ეს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში.

რა მნიშვნელოვანი საკითხები წერია:

საქართველოზე მიღებულ ცალკე რეზოლუციაში დაგმობილია 2024 და 2025 წლის არჩევნების მასობრივი დარღვევები და აღნიშნულია, რომ ახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი. მოწოდებაა რომ ლეგიტიმურად არ უნდა ცნონ მომავალში ჩატარებული არჩევნები, თუ არ მოხდება მათი სამართლიანად შეფასება ეროვნული და საერთაშორისო სანდრო დამკვირვებლების მიერ.

დეკლარაციაში/რეზოლუციაში საუბარია წამებაზე! ასევე ძირითადი უფლებების სხვადასხვა მძიმე დარღვევაზე, პოლიტიკურ დევნებზე, ერთპარტიულ მმართველობაზე და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვაზე!

მოთხოვნილია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, წამებების გამოძიება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს და მისი რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნა არის მკაფიოდ დაფიქსირებული რამდენჯერმე. ამ ანგარიშის დაკნინება და უარყოფა რამდენჯერმე სცადა ოცნებამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ აქაც.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა ასამბლეას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის დეკლარაციაში“, - წერს გიორგი ბურჯანაძე.