დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ - პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ, ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ - პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ, ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ

2026-07-08 17:39:45+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„ამის დაჯერება ძნელია, არა? ოვალური კაბინეტიდან დღემდე, ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. შესაძლოა ეს დასაწყისიც კი იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ევროპასა და უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიები მისცეს.

„პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.