შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე. წ„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა - 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ე.წ „კანონიერი ქურდია“. საქმე ეხება მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტას. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.