ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართეს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართეს

2026-07-08 20:33:47+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხებში მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

„ახლა დაასრულეს, [საუბარი] ხანგრძლივი იყო”, - განაცხადა ლიტვინმა ჟურნალისტებთან.