ნატოს სამიტი უკრაინის მხარდაჭერისა და ალიანსის ერთიანობის გზავნილებით დასრულდა - საქართველოში ყურადღების ცენტრში ქვეყნის არმიწვევის საკითხია - Palitra News

ნატოს სამიტი უკრაინის მხარდაჭერისა და ალიანსის ერთიანობის გზავნილებით დასრულდა - საქართველოში ყურადღების ცენტრში ქვეყნის არმიწვევის საკითხია

2026-07-08 20:31:54+04:00

ნატოს სამიტი ალიანსის ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერის გზავნილებით დასრულდა. სამიტის დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი, ე.წ. მეხუთე მუხლისადმი, ურყევი ერთგულება და აღნიშნეს, რომ ალიანსი საერთო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას უცვლელად ინარჩუნებს. დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატოს წევრები აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები რჩებიან და კიევის დახმარებას გააგრძელებენ. ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო არ არის მიწვეული არც ერთ ფორმატში, სადაც რეგიონის, შავი ზღვის აუზის და ჩვენი სახელმწიფოს ბედი განიხილება. ოპონენტების შეფასებით, საქართველო იგნორირებულია, რადან დასავლეთი ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან დაახლოებულად ხედავს. ბრალდებებს უარყოფს მმართველი გუნდი.