უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული 40 დღიანი ოპერაცია ინტენსიურად გრძელდება. ბოლო ცნობებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, ვორონეჟის ოლქში „ბორისოგლებსკის“ აეროდრომი და სარატოვის ოლქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტანეკო რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი და თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ქარხანა 99 პროცენტამდე გადამუშავების ეფექტურობით გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობის ყოველი ტონიდან მეტ ბენზინს, დიზელს და რეაქტიული საწვავს აწარმოებს, ვიდრე ბევრი ძველი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი. მეორე დაბომბილი ობიქეტი ნიჟნეკამსკის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ფრონტის ხაზზე მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები აქტიურად აფასებენ.