ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ბექა ოდიშარიას ქვისლი ლევან გოგსაძე ჩაიბარებს. თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამ ნაწილად გამოაცხადა. თითო ტენდერი თითო მონაკვეთს მოიცავს. კერძოდ: ჭოველიძის ქუჩა – სავაჭრო ცენტრი „მერანი“, სავაჭრო ცენტრი „მერანი“ – ბესიკის ქუჩა და ბესიკის ქუჩა – თავისუფლების მოედანი. ჯამურად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 954 650 ლარით განისაზღვრა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი თბილისის მერიამ 15 ივნისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყო და 3 დღეში დასრულდა. ოპონენტების თქმით, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირისთვის ტენდერის გადაცემა, კორუფციის რისკის შემცველია.