მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა - მიზეზი ქვაბულის ფერდის ჩამოშლაა - Palitra News

მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა - მიზეზი ქვაბულის ფერდის ჩამოშლაა

2026-07-08 20:39:06+04:00

მარიჯანის #4-ში, სადაც უხვი ნალექის შედეგად სამშენებლო მოედანზე ქვაბულის ფერდი ჩამოიშალა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების სამშენებლო ობიექტია - - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ხელშეკრულებით სამშენებლო სამუშაოებზე აქვს ნაკისრი ვალდებულება, დედაქალაქის მერიას არ მოუყვანია. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ თბილისის მერიამ დაზარალებულ ოჯახებს მისცა შესაძლებლობა თავად გადაეწყვიტათ, სამშენებლო ობიექტზე რომელი კომპანია მოეყვანათ.კალაძის ინფორმაციით, ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ობიექტი 30 000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, სამშენებლო პროცესი შეჩერდა და კომპანიის წარმომადგენლებს დამუშავებული პროექტის საფუძველზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დაევალა.